მსოფლიო ლიდერები ჰელმუტ კოლს გამოემშვიდობნენ. ყოფილი კანცლერი, რომელმაც გერმანია გააერთიანა, 16 ივნისს 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.
სამგლოვიარო ცერემონია ევროპარლამენტის შენობაში ევროკავშირის არსებობის ისტორიაში პირველად გაიმართა.
უპრეცენდენტო ცერემონიის გამართვის ინიციატორი ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან კლოდ იუნკერია, რომელმაც ჰელმუტ კოლს გამოსამშვიდობებელ სიტყვაში “მისი მენტორი” უწოდა.
გერმანიის ყოფილი კანცლერისთვის პატივის მისაგებად სტრასბურგში მსოფლიო ლიდერები და გავლენიანი პოლიტიკოსები ჩავიდნენ, მათ შორის არიან ბილ კლინტონი და დიმიტრი მედვედევი.
ორსაათიანი ცერემონიის დასრულების შემდეგ ჰელმუტ კოლს გერმანიაში, ქალაქ შპაიერში, გადაასვენებენ, სადაც ყოფილ კანცლერს სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
კომენტარები