რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა და რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ, სტამბოლში შეხვედრა გამართეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ერდოღანის ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.
შეხვედრის დეტალები ჯერჯერობით არ ვრცელდება.
“დიდი ოცეულის” სამიტზე, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინისა და მისი თურქი კოლეგის შესაძლო შეხვედრის შესახებ, რომელიც 7-8 ივლისს შედგება, განცხადება რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა სერგეი პესკოვმა გააკეთა.
იმავე დღეს, პუტინსა და ერდოღანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, რომლის განმავლობაშიც ლიდერებმა სირიის სიტუაცია და სამომავლო კონტაქტები განიხილეს.
კომენტარები