პარიზის გარეუბანში 23 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელიც ბასტილიის დღეს ემანუელ მაკრონზე და უმცირესობის წარმომადგენლებზე თავდასხმას გეგმავდა.
დაკავებულს უკვე წაუყენეს ტერორიზმის ბრალდება.
სამართალდამცველები აცხადებენ, რომ ეჭვმიტანილი მარტო მოქმედებდა. ემანუელ მაკრონი ბასტილიის დღისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმს გაუძღვება. ღონისძიებას საპატიო სტუმრის სტატუსით აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპიც, დაესწრება.
კომენტარები