აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ უარი თქვა ირანის ხელისუფლების იმ კონკრეტული პირების დასახელებაზე, რომლებთანაც აშშ მოლაპარაკებებს აწარმოებს, თუმცა აღნიშნა, რომ ქვეყნის ხელმძღვანელობაში „ბზარები“ გაჩნდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
„მე არ ვაპირებ გაგიმჟღავნოთ, თუ ვინ არიან ეს ადამიანები, რადგან ამან, შესაძლოა, მათ პრობლემები შეუქმნას ირანის შიგნით არსებულ სხვა ჯგუფებთან“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო
„იქ, შიგნით, გარკვეული ბზარები ჩნდება. საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, თუ ირანში არიან ადამიანები, რომლებიც ახლა, ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რაც მოხდა, მზად არიან თავიანთი ქვეყნისთვის სხვა მიმართულებით გადადგან ნაბიჯი, ეს შესანიშნავი იქნება“, – დასძინა რუბიომ.
რუბიოს „ბზარებთან“ დაკავშირებით დამატებითი დეტალები არ დაუკონკრეტებია, მოგვიანებით კი დასძინა, რომ ადამიანები, რომლებიც აშშ-თან მოლაპარაკებებს აწარმოებენ, „პირად საუბრებში სწორ რაღაცებს ამბობენ“.
