ესპანეთის, პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ მისი მთავრობა გმობს ისრაელის პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს, რომელიც სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს იმ პალესტინელებისთვის, რომლებიც მსჯავრდებულნი იქნებიან ტერორისტული აქტების განხორციელებაში.
„ესპანეთის მთავრობა გმობს ცოტა ხნის წინ ისრაელის პარლამენტის მიერ მიღებულ სიკვდილით დასჯას პალესტინელებისთვის. ეს ასიმეტრიული ზომაა, რომელსაც ისრაელელების წინააღმდეგ არ გამოიყენებენ, თუ ისინი იმავე დანაშაულს ჩაიდენენ. ერთი და იგივე დანაშაული, სხვადასხვა სასჯელი. ეს უსამართლობაა და კიდევ ერთი ნაბიჯია აპარტეიდამდე. მსოფლიო არ უნდა დუმდეს“, – დაწერა სანჩესმა.
კომენტარები
