აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან ომის მთავარი მიზანი – თეირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნის აღკვეთა – უკვე მიღწეულია.
„ეს მიზანი მიღწეულია“, – აღნიშნა ტრამპმა. „ახლა ჩვენ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ. ვფიქრობ, ორ კვირაში, ან შესაძლოა ცოტა მეტ ხანში, პროცესი დასრულდება. ჩვენ გვსურს სრულად გავანადგუროთ ყველაფერი, რაც მათ დარჩათ“.
პრეზიდენტის თქმით, ვაშინგტონსა და თეირანს შორის „შესაძლოა შეთანხმებაც შედგეს“, თუმცა მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან ირანის გამოჩენას გადამწყვეტი მნიშვნელობა აღარ აქვს.
მისი თქმით, „რეჟიმის ცვლილება უკვე განხორციელდა“.
„არ აქვს მნიშვნელობა, დასხდებიან თუ არა ისინი მოლაპარაკებების მაგიდასთან. ჩვენ ისინი 15-20 წლით უკან დავხიეთ. მათ აღარ ჰყავთ ფლოტი, აღარ ჰყავთ ჯარი და სამხედრო-საჰაერო ძალები. მათ აღარ ჰყავთ ლიდერები“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
