ქვეყანა ომში არ ჩაერთვება, თუ მას თავს არ დაესხმებიან, – ამის შესახებ სირიის პრეზიდენტმა, აჰმედ ალ-შარაამ განაცხადა.
„ჩვენ არანაირი პრობლემა არ გვაქვს ირანთან თეირანში, მაგრამ პრობლემა გვაქვს ირანთან დამასკოში“, – განაცხადა აჰმედ ალ-შარაამ.
სირიის პრეზიდენტის თქმით, ომის დაწყების შემდეგ ირანთან არანაირი კონტაქტი არ ჰქონიათ და ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს.
ამასთან, ალ-შარაამ განაცხადა, რომ რეგიონში სიტუაცია იმდენად არასტაბილურია, რომ „შესაძლებელია“, სირია სამიზნედ იქცეს.
„ჩვენ კიდევ ერთი ომისთვის მზად არ ვართ“, – განაცხადა სირიის პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ მისი მთავრობის პრიორიტეტია სირიის რეკონსტრუქცია.
კომენტარები
