რუსეთმა უკრაინის ლუგანსკის რეგიონის სრულად დაკავების შესახებ განაცხადა. რუსული მედიის თანახმად, ლუგანსკის რეგიონში ოპერაციას ჯარების გაერთიანება „დასავლეთი“ ახორციელებს.
რუსული მედია წერს, რომ, ლუგანსკის დაკავების გარდა, რუსმა სამხედროებმა მოწინააღმდეგე დაამარცხეს გრუშევკის, გუსინკის, მაიაკის, მონაჩინოვკის, ნეჩვოლოდოვკის, პალამარევსკის და პროსიანკის რაიონებში, ხარკოვის რეგიონში, ასევე, კრასნი ლიმანისა და იაცკოვკის მახლობლად დონეცკის რეგიონში.
პარალელურად, უკრაინული მედია წერს, რომ რუსეთმა დონეცკის რეგიონში ქალაქ კოსტიანტინოვკის აღებისთვის აპრილის ბოლომდე დააწესა ვადა, თუმცა უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეები ასეთ ვადას არარეალურად მიიჩნევენ.
კომენტარები
