ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ მას ომი არ სურს, მაგრამ კონფლიქტისთვის ემზადება. ლუკაშენკომ ამის შესახებ ქვეყნის შეიარაღებული ძალებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„მშვიდობიანი დრო ვერ იარსებებს. ჩვენ ომისთვის ვემზადებით. ამ აუდიტორიაში მყოფმა ადამიანებმა, და არამხოლოდ აქ, უნდა გაიგონ, რომ ჩვენ კატეგორიულად წინააღმდეგი ვართ ომის. განსაკუთრებით ჩვენი ოფიცრები, ჩვენი ჯარისკაცები, ჩვენი შეიარაღებული ძალები, რადგან ჩვენ ვიცით, რა არის ომი. ჩვენ არ გვინდა ომი. მაგრამ ზუსტად ამისთვის არსებობს არმია: თუ ვინმე მოულოდნელად გადაწყვეტს ჩვენთან საუბარს და იარაღის სამიზნეებიდან შემოგვხედავს, ჩვენ ვუპასუხებთ. ჩვენ ამისთვის ვემზადებით“, – განაცხადა მან.
ლუკაშენკოს თქმით, მას სურს, რომ ბელარუსი სამხედროები ბრძოლისთვის მზად იყვნენ, რადგან მაშინ მათი შეეშინდებათ და ვერავინ გაბედავს ბელარუსზე შეტევას.
„თანამედროვე ომში ყველაფერი მნიშვნელოვანია: ოფიცერთა მომზადება, განათლება, სამხედრო მოსამსახურეების მიერ მათთვის მინდობილი იარაღის ფლობა, პირადი შემადგენლობის ფიზიკური მომზადება, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის მდგომარეობა. ეს არის ბრძოლაში გადარჩენისა და გამარჯვების საფუძველი. პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე, ჩვენი მშვიდობიანი და კეთილგანწყობილი ხალხის წინაშე უზარმაზარია. ეს თითოეულ თქვენგანს ეკისრება“, – აღნიშნა ლუკაშენკომ.
