გასულ ღამეს, რუსეთის ქალაქ უფაში „ბაშნეფტ-ნოვოილის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დრონებით თავს დაესხნენ.
უკრაინული მედიის თანახმად, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მახლობლად ძლიერი აფეთქებების ხმა გაისმა, რასაც ობიექტში მასშტაბური ხანძარი მოჰყვა.
წინასწარი ინფორმაციით, დარტყმა შესაძლოა, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ერთ-ერთ მთავარ ობიექტზე განხორციელდა, რომელიც ნავთობის პირველადი გადამუშავებაზეა პასუხისმგებელი.
ბაშკორტოსტანის გუბერნატორმა, რადი ხაბიროვმა დაადასტურა უფას წინააღმდეგ დრონით თავდასხმა.
„უფას წინააღმდეგ დრონით თავდასხმა. რამდენიმე დრონი ჩამოაგდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებთან მიახლოებისას; ერთ-ერთის ნამსხვრევები ინდუსტრიულ ზონაში დაეცა. დაშავებულები არ არიან. მეხანძრეები ამჟამად ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარს აქრობენ“, – განაცხადა რადი ხაბიროვმა.
მისი თქმით, სავარაუდოდ, კიდევ ერთი დრონი საცხოვრებელ შენობას შეეჯახა, თუმცა დაშავებულები არ არიან. საცხოვრებელ სახლზე დრონის შეჯახების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსული მედიაც.
