აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ მოკავშირეების მწვავე კრიტიკისა და ალიანსიდან გასვლის მუქარის ფონზე, ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე მომავალ კვირას ვაშინგტონში მიემგზავრება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ალიანსის პრესსამსახურმა სააგენტოს განუმარტა, რომ რუტეს ვიზიტი დიდი ხნის წინ იყო დაგეგმილი.
„შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ გენერალური მდივანი მომავალ კვირას დიდი ხნის წინ დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში ვაშინგტონს ეწვევა“, – განაცხადა ნატოს პრესსპიკერმა, ალისონ ჰართმა.
თეთრმა სახლმა ტრამპისა და რუტეს მოახლოებული შეხვედრა დაადასტურა, თუმცა დამატებით დეტალებზე კომენტარი არ გაკეთებულა.
კომენტარები
