აზერბაიჯანის უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, პარტია „მუსავათის“ წევრის, ტოფიგ იაგუბლუს აპელაცია, რომელიც 9-წლიან სასჯელს იხდის.
ტოფიგ იაგუბლუ 2023 წლის დეკემბერში თაღლითობისა და დოკუმენტების გაყალბების ბრალდებით დააკავეს და მხოლოდ 2025 წლის მარტში გაასამართლეს.
პარტია „მუსავაში“ აცხადებენ, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.
ტოფიგ იაგუბლუს ადვოკატის, ნემათ ქარიმლის თქმით, თავდაპირველი სასამართლო პროცესი სერიოზული პროცედურული დარღვევებით წარიმართა და დაცვის მხარე გადაწყვეტილების გასაჩივრებას სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გეგმავს.
კომენტარები
