იგივე სახეები, რომლებმაც საქართველოში წამების, ბიზნესის რეკეტისა და მედიის მიტაცების სისტემა შექმნეს, დღეს კვლავ გაერთიანდნენ და ცდილობენ, ზუსტად იმავე გეგმით იმოქმედონ, რაც მაშინ ჰქონდათ, – განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „ოპოზიციის ალიანსის“ წევრების აშშ-ში ვიზიტთან დაკავშირებით.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ეს არის ყველაზე კარგი ლუსტრაცია, რომ ეს
თამაშები, რომელიც მათ ჰქონდათ თითქოს „ნაციონალური მოძრაობა“ გაიყო, დაიშალა, გაიშალა თუ ა.შ., დასრულდა და სახეზე კვლავ გვაქვს გაერთიანებული „ნაციონალური მოძრაობა“.
„სახეზე გვაქვს გაერთიანებული „ნაციონალური მოძრაობა“. იგივე სახეები, რომლებმაც საქართველოში წამების, ბიზნესის რეკეტის და მედიის მიტაცების სისტემა შექმნეს, დღეს კვლავ გაერთიანდნენ და ცდილობენ, ზუსტად იმავე გეგმით იმოქმედონ, რაც მაშინ ჰქონდათ – თავადაც თქვეს, რომ ხელისუფლების გადაბარების გეგმები უნდა წარუდგინონ თავიანთ უცხოელ პატრონებს და უცხოეთიდან მიღებული დავალებების შესაბამისად იმოქმედონ. ეს არის ყველაზე კარგი ლუსტრაცია. მადლობა გვეთქმის მათთვის, რომ ეს თამაშები, რომელიც მათ ჰქონდათ, თითქოს „ნაციონალური მოძრაობა“ გაიყო, დაიშალა, გაიშალა თუ ა.შ., დასრულდა და გვაქვს კვლავ გაერთიანებული „ნაციონალური მოძრაობა“. უფრო ცხადი გახდა ჩვენი მოსახლეობისთვისაც, რა ძალასთან გვაქვს საქმე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
