თეირანმა უარი თქვა ვაშინგტონის წინადადებაზე 48-საათიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, ირანს წინადადება 1 აპრილს მესამე ქვეყანამ წარუდგინა, რომლის ვინაობაც არ სახელდება.
ამასთან, როგორც Sky News-ი წერს, ირანმა ოფიციალურად აცნობა შუამავლებს, რომ არ სურს უახლოეს დღეებში პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში ამერიკელ მაღალჩინოსნებთან შეხვედრა.
მანამდე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ ქვეყანა მხოლოდ ომის საბოლოოდ დასრულებას დათანხმდება და არა ცეცხლის შეწყვეტას.
კომენტარები
