„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის კონფერენციები გრძელდება. დღეს მორიგი შეხვედრა ახალგაზრდებთან შეკვეთილში იმართება.
რიგით მეორე კონფერენცია ამ წუთებში მიმდინარეობს. „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე და ბორდის წევრები ხვდებიან ახალგაზრდებს სამეგრელოდან და ზემო სვანეთიდან.
„შეხვედრების მიზანი გახლავთ უფრო მეტი ღია კომუნიკაცია ახალგაზრდებთან, მათ შორის მათი საჭიროებებისა და გამოწვევების გათვალისწინება, რადგანაც ჩვენ გვჯერა, რომ ქვეყნის განვითარება იწყება იქ, სადაც ახალგაზრდები უფრო მეტად არიან ჩართულების სახელმწიფოს მართვის პროცესში; სადაც სახელმწიფო მეტად ითვალისწინებს მათ მოთხოვნებსა და საჭიროებებს და სადაც მათ აქვთ სწორი ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით“, – განაცხადა ბორდის წევრმა, მარიამ გრიგოლიშვილმა.
პირველი კონფერენცია ქალაქ ბათუმში 28 მარტს გაიმართა. „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის კონფერენციები სამი თვის განმავლობაში გაგრძელდება და სულ 10 შეხვედრაა დაგეგმილი. შემაჯამებელი ღონისძიება კი თბილისში გაიმართება.
