სიონის საპატრიარქო ტაძარში წმინდა ცეცხლი მიაბრძანეს. წმინდა ცეცხლი საქართველოში ცოტა ხნის წინ ჩამოაბრძანეს. წმინდა ცეცხლი, ტრადიციულად, სხვა ეკლესიებშიც განაწილდება.
სიონის ტაძარში უკვე მივიდა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე. მეუფე შიო აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ღამისთევის მსახურებას აღავლენს.
სიონის საპატრიარქო ტაძარში იმყოფებიან ხელისუფლების წარმომადგენლებიც.
კომენტარები
