ხვალ, 15 აპრილს პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის ინტერპელაცია გაიმართება.
როგორც ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, ინტერპელაცია ფრაქციის „საქართველოსთვის“ ინიციატივით გაიმართება.
„მიმდინარე კვირაში გვექნება საგარეო საქმეთა მინისტრის ინტერპელაცია. ფრაქციის „საქართველოსთვის“ შეკითხვების საფუძველზე ხვალ იქნება საგარეო საქმეთა მინისტრის ინტერპელაცია. შეთანხმებული ვართ 12:00 საათზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
კომენტარები
