არსებობს კონკრეტული წერილი, სადაც ჰერჩინსკი მიმართავს საგარეო საქმეთა სამინისტროს და იქ არის დატანილი თარიღი, რომ მათი მხრიდან მოხდა ამ [ევროინტეგრაციის] პროცესის შეჩერება 2024 წლის ივნისში, 5 თვით ადრე, სანამ პრემიერი გააკეთებდა განცხადებას, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.
მისი თქმით, ამის შემდეგ მათ საქართველოს ხელისუფლებას დააბრალეს პროცესის შეჩერება.
„შემდეგ დაგვაბრალეს, რომ ჩვენ შევაჩერეთ მათი მხრიდან შეჩერებული პროცესი. მათ საბაბად გამოიყენეს ორი კანონი და მოგვთხოვეს ამ კანონების გაწვევა. გამჭვირვალობის კანონზე რუსული აძახებინეს საზოგადოების გარკვეულ ნაწილს და სავარაუდოდ ყველა ხვდება, რომ ამაში რუსული არაფერი ყოფილა. ჩვენ რა თქმა უნდა ამ კანონს არ გავიწვევდით, რადგან ეს კანონი არის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების და სუვერენიტეტის დაცვისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და რაც დრო გავიდა ამაში საზოგადოება მეტად დარწმუნდა. ყველა აღნიშნავს ერთხმად, რომ ერთ-ერთ ყველაზე სერიოზული გამოწვევა მსოფლიოში არის გარე ჩარევები, რომელიც ხორციელდება ამ ენჯეო ორგანიზაციების მეშვეობით. ბატონი ტრამპი რომ გახდა აშშ-ის პრეზიდენტი, გახსოვთ, რომ USAID-ი და NED-ი (ვისთანაც ჩვენ პრეტენზიები გვქონდა) აკრძალეს და გამოაცხადეს კრიმინალ ორგანიზაციებად. აქაც დადასტურდა, რომ ის საფრთხეები რასაც ვხედავდით, რეალური იყო. მეორე კანონი არის ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის კანონი, რომელიც არის წითელი ხაზი. პირდაპირ ვაცხადებ, დღესაც რომ გვითხრან, რომ ხვალ ევროკავშირში მიგვიღებენ, ოღონდ საქართველოში უნდა დავუშვათ ლგბტ პროპაგანდა, ეს გამორიცხულია. საქართველოში მოქმედებს ანტიდისკრიმინაციული კანონი და ყველა უმცირესობის უფლება დაცულია. როდესაც ევრობიუროკრატები გვესაუბრებიან, რომ ეს ქართული ოცნების გამოგონილი საფრთხეებია, თუ ჩვენი გამოგონილია თავი დაგვანებონ და „გამოგონილ“ საფრთხეებს დავუპირისპირებთ კანონს. არცერთი მუხლი და პუნქტი არანაირ უფლებას არ ლახავს“, – განაცხადა მაჭავარიანმა.
