შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი, დავით თამაზაშვილი, პირველ მოადგილე – როლანდ კვაჭაძესთან ერთად, მესაზღვრეების გეგმიურ როტაციას დაესწრო და სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ყაზბეგის სამმართველოსა და სასაზღვრო სექტორებს ჯუთასა და თრუსოს ეწვია. ინფორმაციას სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.
დავით თამაზაშვილმა მესაზღვრეებთან შეხვედრისას, სასაზღვრო პოლიციის პრიორიტეტულ მიმართულებებზე, უწყების შესაძლებლობების გაძლიერებაზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
სასაზღვრო პოლიციის უფროსმა სამმართველოსა და სექტორებზე არსებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. მესაზღვრეების სამუშაო პირობებს ადგილზე გაეცნო და მათ სახელმწიფო საზღვრის დასაცავად გაწეული ერთგული და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.
კომენტარები
