ცდილობენ თავი დაიძვრინონ, თითქოს, არ ყოფილან ჩეხი სპეციალისტის და ტრენერის შეხვედრაზე, – განაცხადა პარლამენტის ვიცე სპიკერმა ნინო წილოსანმა.
იგი გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ ქართულ ოპოზიციას „პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის“ ერთ-ერთი ლიდერი, იგორ ბლაჟევიჩი უწერს.
„ეს არის ის სცენარი, რომლის გზაზეც ოპოზიცია არაერთხელ მდგარა და მარცხი არაერთხელ განუცდია. ვფიქრობ, რომ ახლაც მარტივი განსაჭვრეტია, რომ ეს მარცხისთვის განწირული გზა არის. მიუხედავად იმისა, რომ არცერთი მათგანი არ აღიარებს ამას, სხვადასხვა პასუხი აქვთ მომზადებული, თუ როგორ დაიძვრინონ თავი, თითქოს არ ყოფილან ჩეხი სპეციალისტის და ტრენერის შეხვედრაზე. რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად ვიცით, რომ ეს საერთაშორისო მასშტაბით მოქმედი სქემა და ქსელია, რომელსაც აქ ადგილობრივი აგენტურა აძლიერებს“,- განაცხადა წილოსანმა.
