საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე პარტია „ქართული ოცნების“ დაარსების 14 წლისთავს ეხმიანება. კობახიძე განცხადებაში აღნიშნავს, რომ ძალოვანი სტრუქტურები პოლიტიკური გავლენებისგან გათავისუფლდა.
„ძალოვანი სტრუქტურები გათავისუფლდა პოლიტიკური გავლენებისგან და დღეს ემსახურება კანონსა და საზოგადოებას. მათი მთავარი ამოცანაა მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვა და არა პოლიტიკური ინტერესების გატარება. ეკონომიკის სფეროში შევქმენით სტაბილური და პროგნოზირებადი გარემო, რომელშიც დაცულია ბიზნესი და აღარ არსებობს ზეწოლის რისკები, რაც ინვესტიციების ზრდასა და კერძო სექტორის განვითარებას უწყობს ხელს, საბოლოო ჯამში კი, ეს ყველაფერი პირდაპირ აისახება ქვეყნის ეკონომიკის ზრდაზე“, – აღნიშნულია პრემიერის განცხადებაში
კომენტარები
