აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, მთავრობის წევრებთან და კლუბ „გაგრის“ გულშემატკივრებთან ერთად, საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ლიგის შეხვედრას დაესწრო.
„ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ გუნდის მხარდაჭერა, რადგან ის აფხაზეთთან მჭიდრო სიმბოლური კავშირის მატარებელია. საფეხბურთო კლუბ „გაგრას“ თითოეული თამაში გვიბრუნებს იმ ემოციებს, რომელიც ჩვენი კუთხის მიმართ არსებობს და ასე ძვირფასია თითოეული ჩვენგანისთვის“, – განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.
დინამო არენაზე საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ლიგის მე-8 ტურის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს „გაგრა“ და „დინამო თბილისი“ შეხვდნენ.
შეხვედრა საფეხბურთო კლუბ „გაგრის“ უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.






კომენტარები
