პრემიერ-მინისტრის მიერ წარმოდგენილი ცვლილებები კიდევ უფრო გააძლიერებს ძალოვან უწყებებს, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა სამთავრობო ცვლილებებზე.
მისი თქმით, მამუკა მდინარაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდანაც დაამტკიცა, რომ მას შეუძლია ისეთ ურთულეს გამოწვევებს გაართვას თავი.
„პრემიერ-მინისტრის მიერ წარმოდგენილი ცვლილებები კიდევ უფრო გააძლიერებს ძალოვან უწყებებს. ვფიქრობ, რომ მამუკა მდინარაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდანაც დაამტკიცა, რომ მას შეუძლია ისეთ ურთულეს გამოწვევებს გაართვას თავი, როგორიც არის სახელმწიფოს წინააღმდეგ არეულობების, თუ სხვადასხვა გადატრიალების მცდელობები. ვფიქრობ, რომ ის საუკეთესო იქება ამ [სახელმწიფო მინისტრის] პოზიციაზე. გეკა გელაძესთან დაკავშირებული ცვლილება და სულხან თამაზაშვილის, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის პოზიციაზე წარდგენა პოზიტიური ცვლილებებია“, – აღნიშნა წილოსანმა.
