პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა სამთავრობო ცვლილებები მედიასთან შეაფასა და აღნიშნა, რომ ცვლილებები მნიშვნელოვანია.
მისი თქმით, მამუკა მდინარაძე ახალ პოზიციაზე იდეალური კანდიდატია.
„ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებებია. იქმნება ახალი სამინისტრო და მისი ხელმძღვანელი ერთდროულად უნდა იყოს კვალიფიციური ძალოვანი სტრუქტურების მუშაობაში, სამართალდამცავი უწყებების მუშაობასა და პოლიტიკურ პროცესებში. შესაბამისად, მამუკა მდინარაძე არის იდეალური კანდიდატი ამ სამინისტროს ხელმძღვანელობისთვის“, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საზოგადოებას აღმასრულებელი ხელისუფლების სისტემაში საკადრო გადაადგილების შესახებ 21 აპრილს აცნობა.
მამუკა მდინარაძე სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას დაიკავებს.
