იაპონიაში კოკისპირულმა წვიმებმა წყალდიდობა გამოიწვია. სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 16-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ადგილობრივი ტელეარხი NHK ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მაშველებმა მამაკაცის ცხედარი ქალაქ ასაკურაში, ფუკუოკას პრეფექტურაში იპოვეს. მხოლოდ ასაკურაში 13 ადამიანი დაიღუპა. ქალაქის ხელისუფლების განცხადებით, სტიქიის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა.
როგორც NHK იუწყება, წყალდიდობის შედეგად კიდევ სამი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა. იაპონიაში ძლიერი წვიმა ამ კვირაში დაიწყო.
წყალდიდობის გამო, 22 ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა.
კომენტარები