უსაფრთხოება, როგორც გაწევრიანების ახალი საყრდენი – დელფოსის ფორუმის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრმა პირველ სამუშაო სესიაში მიიღო მონაწილეობა. გეოპოლიტიკური ცვლილებებისა და არსებული გამოწვევების ფონზე, უსაფრთხოების საკითხი და ენერგეტიკა წლევანდელი ფორუმის მთავარი ხაზია.
მაკა ბოჭორიშვილმა სამუშაო სესიის ფარგლებში, დელეგაციის წევრებს კიდევ ერთხელ განუმარტა, თუ როგორია საქართველოს საგარეო პოლიტიკა, მათ შორის უსაფრთხოების კონცეფციის მიმართულებით.
პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდნენ სხვა ქვეყნის ხელისუფლების ლიდერები, ყოფილი თუ მოქმედი ევროსტრუქტურების წარმომადგენლები. სესიის დაწყებამდე, კომუნიკაცია შედგა მაკა ბოჭორიშვილსა და მარტა კოსს შორის.
დელფოსის ეკონომიკური ფორუმი გრძელდება – მაკა ბოჭორიშვილი დღეს კიდევ რამდენიმე სამუშაო სესიაში მიიღებს მონაწილეობას.
