გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა დიდი ოცეულის სამიტის (G20) მაგიდასთან ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ნაცვლად მისი ქალიშვილის, ივანკა ტრამპის (G20) გამოჩენაზე განმარტება გააკეთა.
“დელეგაციები თავად წყვეტენ, აუცილებელია თუ არა შეხვედრაში პრეზიდენტის მონაწილეობა და იმასაც, ვინ უნდა შეცვალოს ის მაგიდასთან. ივანკა ტრამპი შტატების დელეგაციის წევრი იყო. ის თეთრ სახლში მუშაობს და გარკვეულ ინიციატივებს კურირებს”, – განაცხადა ანგელა მერკელმა.
დიდი ოცეულის სამიტის მაგიდასთან ივანკა ტრამპის გამოჩენას მედიასა თუ სოცქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მან მამამისის ადგილი დაიკავა, სანამ პრეზიდენტი ინდონეზიელ კოლეგას ხვდებოდა.
კომენტარები