სირიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება შევიდა ძალაში.
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დონალდ ტრამპის მრჩევლის, ჰერბერტ მაკმასტერის განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტა სირიაში სამოქალაქო ომის დასრულებისკენ გადადმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
ბაშარ ასადის რეჟიმსა და ოპოზიციის მებრძოლებს შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შესახებ შეთანხმების მიღწევაში აშშ-ის, რუსეთისა და იორდანიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
კომენტარები