ისრაელის თავდასხმების შედეგად ლიბანში 17 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, გასული კვირის ხუთშაბათიდან დაღუპულთა რიცხვი 110-მდე გაიზარდა.
ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) სამხრეთ ლიბანის ორ ქალაქში მცხოვრებ მოსახლეობას დაუყოვნებლივ ევაკუაციისკენ მოუწოდებს. მათივე თქმით, დაჯგუფება „ჰეზბოლას“ მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის გამო, ისრაელი იძულებულია მის წინააღმდეგ ძალის გამოყენებით იმოქმედოს.
ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ჰეზბოლა“ სამხრეთ ლიბანში მის ძალებზე თავდასხმაში დაადანაშაულა. დაჯგუფებას ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.
ცნობისთვის, ისრაელის ხელისუფლება აცხადებს, რომ ლიბანის სამხრეთ ნაწილის კონტროლი სურს ისრაელსა და ლიბანს შორის საზღვარზე ბუფერული ზონის შექმნის მიზნით, რათა ისრაელის მოქალაქეები დაიცვან.
