აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ეშმაკი ადამიანი უწოდა.
თეთრი სახლის ლიდერი ზელენსკის მოუწოდებს რუსეთთან გარიგება გააფორმოს, რადგან უკრაინამ ტერიტორიები უკვე დაკარგა.
„ზელენსკი ეშმაკია. ჩვენ ვითარების დარეგულირება გვსურს. იცით, ისინი ტერიტორიებს კარგავენ. ეს მათ და რუსეთს ძვირი უჯდებათ. მაგრამ მე ზელენსკი მომწონს. ასე, თუ ისე, მე მასთან საერთო ენას ვპოულობდი, თეთრ სახლში მომხდარი ერთი შემთხვევის გარდა, რა დროსაც, მე მომეჩვენა, რომ ის ცოტათი აგრესიული იყო“, – განაცხადა ტრამპმა.
კომენტარები
