ისრაელი და აშშ ემზადებიან პოტენციური „მოკლე კამპანიისთვის“, რათა ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებებში ირანზე ზეწოლა მოახდინონ.
ამის შესახებ ინფორმირებულმა წყარომ „სიენენს“ განუცხადა.
გავრცელებული ცნობით, ხანმოკლე სამხედრო კამპანია ფოკუსირებული იქნება ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურასა და ირანელი მაღალი თანამდებობის პირების მიზანმიმართულ მკვლელობაზე. ამ გეგმების უმეტესობა ძირითადად მომზადებული და განსახორციელებლად მზად იყო აპრილის დასაწყისში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დადების წინ.
„მიზანი იქნება მოკლევადიანი კამპანიის ჩატარება, რომლის მიზანია ირანზე ზეწოლა, რათა მოლაპარაკებებში შემდგომი დათმობები გააკეთოს“, – განუცხადა წყარომ „სიენენს“ და ხაზი გაუსვა, რომ საომარი მოქმედებების განახლების ნებისმიერი გადაწყვეტილება საბოლოოდ დონალდ ტრამპზეა დამოკიდებული.
„სიენენის“ თანახმად, ტრამპი იმედგაცრუებულია მოლაპარაკებების ჩიხით და ჰორმუზის სრუტის გახსნის შეუძლებლობით, მაგრამ წყარო, ასევე მიანიშნებს, რომ ტრამპს არ სურს ირანთან სრულმასშტაბიანი კონფლიქტის განახლება.
