რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ სატელეფონო საუბრისას საერთაშორისო დღის წესრიგი, მოსკოვისა და ვაშინგტონის ურთიერთობები და ორმხრივი კონტაქტების განრიგი განიხილეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
როგორც უწყების ვებგვერდზეა აღნიშნული, ლავროვსა და რუბიოს შორის სატელეფონო საუბარი სამშაბათს შედგა.
„საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა საერთაშორისო საქმეებსა და რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებში არსებულ მიმდინარე ვითარებაზე „დრო შეაჯერეს“, ასევე განიხილეს ორმხრივი კონტაქტების გრაფიკი“, – ნათქვამია განცხადებაში.
კომენტარები
