ამერიკული ტელეკომპანია CNN-ის დამფუძნებელი, ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა – ნათქვამია ტელეკომპანიის განცხადებაში.
„ტედ ტერნერი, მედიასფეროს გამოჩენილი მოღვაწე და ფილანთროპი, რომელმაც CNN დააფუძნა, გარდაიცვალა. ის 87 წლის იყო“, – აღნიშნულია არხის ვებგვერდზე.
2018 წელს ტერნერმა განაცხადა, რომ მას დაუდგინეს ლევის სხეულაკების დემენცია – ტვინის პროგრესირებადი დაავადება.
2025 წლის დასაწყისში მედიამაგნატი პნევმონიის მსუბუქი ფორმით იქნა ჰოსპიტალიზებული, თუმცა სარეაბილიტაციო ცენტრში მკურნალობის შემდეგ იგი გამოჯანმრთელდა.
ტერნერს დარჩა ხუთი შვილი, თოთხმეტი შვილიშვილი და ორი შვილთაშვილი.
CNN Worldwide-ის თავმჯდომარემ და გენერალურმა დირექტორმა, მარკ ტომპსონმა ტერნერს უწოდა საკუთარი საქმისადმი უკიდურესად ერთგული, თავდადებული და უშიშარი ლიდერი.
კომენტარები
