დონალდ ტრამპმა ფრანგ კოლეგასთან ემანუელ მაკრონთან პარიზში ვიზიტს შესანიშნავი უწოდა.
ამის შესახებ ტრამპმა Twitter-ზე დაწერა.
“დავბრუნდი პარიზიდან. ეს იყო შესანიშნავი ვიზიტი საფრანგეთის პრეზიდენტთან ემანუელ მაკრონთან. ბევრი რამ განვიხილეთ და ბევრს მივაღწიეთ ორი დღის განმავლობაში”, – აღნიშნავს აშშ-ის პირველი პირი.
ტრამპი პარიზს მეუღლესთან ერთად ორდღიანი ვიზიტით 13 ივლისს ეწვია, სადაც საფრანგეტის პრეზიდენტთან და მის მეუღლესთან ერთად ბასტილიის აღების დღე აღნიშნა.
კომენტარები