ხანძარს ჰავაიზე სამი ადამიანი ემსხვერპლა. ცეცხლი ქალაქ ჰონოლულუში 36-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოედო.
გავრცელებული ცნობით, ხანძარი თავდაპირველად 26-ე სართულზე გაჩნდა, რის შემდეგაც ცათამბრჯენის ზედა ნაწილში გავრცელდა.
საავადმყოფოში 5 დაშავებული გადაიყვანეს.
ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა მისი ჩაქრობა 4 საათში შეძლეს. ხანძრის შედეგად შენობის 3 სართული დაიწვა.
კომენტარები