ჰურგადაში უცხოელ ტურისტებზე თავდამსხმელი დაჯგუფება ისლამურის სახელმწიფოს მითითებით მოქმედებდა.
ინფორმაციას ეგვიპტის სპეცსამსახურებზე დაყრდნობით, მედია ავრცელებს. მათი ცნობით, თავდამსხმელი მებრძოლებს ინტერნეტის საშუალებით უკავშირდებოდა.
თავდასხმა პოპულარული საკურორტო ქალაქის ერთ-ერთ სასტუმროში მოხდა. დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა სანაპიროზე ორი გერმანელი ტურისტი მოკლა, კიდევ 4 ადამიანი კი დაჭრა. ორივე გარდაცვლილი ქალია, დაშავებულები კი სომხეთის, რუსეთისა და ჩეხეთის მოქალაქეები არიან.
კომენტარები