მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალურ მოძრაობაში“ რადიკალურ ცვლილებებს აანონსებს.
როგორც იგი სოციალურ ქსელში წერს, „ნაციონალურ მოძრაობას“ ნანუკა ჟორჟოლიანი უერთდება.
„მე არამხოლოდ ვარცხნილობა შევიცვალე, არამედ ვგეგმავ რადიკალურ ცვლილებებს ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში.
ერთობლივად შევთანხმდით რომ პარტიის რეფორმირებისთვის შემოვიერთოთ ბრწყინვალე ნანუკა ჟორჟოლიანი და მისი შესანიშნავი გუნდი“, – წერს იგი.
კომენტარები
