ირანმა ამერიკელების მიერ განხორციელებული თავდასხმების საპასუხოდ, ჰორმუზის სრუტე სრულად ჩაკეტა. ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.
„ამიერიდან ჰორმუზის სრუტე სრულად არის ჩაკეტილი და ნებისმიერ გემი, რომელიც მის გავლას შეეცდება, მიზანში იქნება ამოღებული“, – ციტირებს მედია ირანის შეიარაღებული ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებას.
ცნობისთვის, აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ამერიკულმა მხარემ გასულ ღამეს ირანში მდებარე სამიზნეებზე იერიში მიიტანა.
კომენტარები
