დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულმა თავდაცვის აკადემიამ უმასპინძლა კანადის, ბელგიის, უნგრეთის და აზერბაიჯანის სამხედრო საგანმანათლებლო სასწავლებლების საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების თანამშრომლებს და „ერასმუს+“ პროგრამის კოორდინატორებს.
ვიზიტის მიმდინარეობისას განხორციელდა სამუშაო შეხვედრები აკადემიის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან, რომლის დროსაც მოხდა მიმდინარე თანამშრომლობის საკითხების შეჯამება და სამომავლო ღონისძიებების დაგეგმვა, რაც მეტად მნიშვნელოვანია აკადემიის საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავების და შემდგომი განვითარებისათვის. მობრძანებულმა სტუმრებმა ვიზიტის ფარგლებში აგრეთვე დაათვალიერეს აკადემიის ინფრასტრუქტურა.
აკადემია მჭიდროდ თანამშრომლობს აღნიშნულ ქვეყნების სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ორმხრივი თანამშრომლობისა და „ერასმუს+“ პროგრამის ფარგლებში.
თავდაცვის აკადემიამ კანადის, ბელგიის, უნგრეთის და აზერბაიჯანის თანამშრომლებს და „ერასმუს+“ პროგრამის კოორდინატორებს უმასპინძლა
11.06.2026 16:01:39
ნანახია: 6 ჯერ
