ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, სადირ ჟაპაროვთან. ჩვენს დელეგაციებთან ერთად განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ განსახილველ საკითხებს შორის იყო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, მათ შორის, სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული საკითხები.
“განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები, მათ შორის ვაჭრობა, დაკავშირებადობა, სოფლის მეურნეობა და სხვა – საერთო ინტერესების საკითხები. კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ერთგულება ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაძლიერებისა და თანამშრომლობის გაფართოებისადმი,”- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
კომენტარები
