აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) სოციალურ ქსელ X-ში გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, წუხელ ირანმა რამდენიმე დრონი გაუშვა, რათა ჰორმუზის სრუტეში მყოფ რამდენიმე სავაჭრო გემზე თავდასხმა მოეწყო.
როგორც ცენტრალური სარდლობა იუწყება, ყველა ირანული დრონის ჩამოგდება მოხერხდა.
„ირანმა რამდენიმე დამრტყმელი დრონი გაუშვა და ჰორმუზის სრუტეში მოძრავ სავაჭრო გემებზე თავდასხმა სცადა. აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა უკანასკნელ საათებში გაშვებული ყველა დრონი ჩამოაგდო, გემები ჰორმუზის სრუტის გავლით შეუფერხებლად მოძრაობენ. საერთაშორისო სავაჭრო დერეფანი ტრანზიტისთვის ღია რჩება“, – აღნიშნულია ცენტრალური სარდლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კომენტარები
