აზერბაიჯანის მმართველი პარტიის, „ახალი აზერბაიჯანის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მიწვევით, 14-16 ივნისს „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის დელეგაცია, ვარლამ ლიპარტელიანის ხელმძღვანელობით, აზერბაიჯანში იმყოფება, – ინფორმაციას „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია ავრცელებს.
ორგანიზაციის ცნობით, დელეგაციის წევრები მონაწილეობას მიიღებენ ქალაქ შუშაში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში თემაზე – „რეგიონული წვლილი გლობალურ უსაფრთხოებაში: მშვიდობის მშენებლობა სამხრეთ კავკასიაში“.
„პანელური დისკუსიის ფორმატში, ვარლამ ლიპარტელიანი სიტყვით გამოვა“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
კომენტარები
