ირანის სახელმწიფო მედია აშშ-თან მიღწეული ურთიერთგაგების მემორანდუმის 14 პუნქტს ავრცელებს.
კერძოდ, ესენია: ყველა ფრონტზე, მათ შორის ლიბანში, ცეცხლის მუდმივი შეწყვეტა; შეერთებული შტატების ვალდებულება, არ ჩაერიოს ირანის შიდა საქმეებში; აშშ-ის საზღვაო ბლოკადის გაუქმება 30 დღის ვადაში; აშშ-ის სამხედრო ძალების გაყვანა ირანიდან; ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნა 30 დღის განმავლობაში „ირანის შეთანხმებების შესაბამისად“. აშშ-ისა და მისი მოკავშირეების მიერ ირანის რეკონსტრუქციის გეგმის წარდგენა, სულ მცირე, 300 მილიარდი დოლარის ღირებულებით; ირანის ნავთობისა და ენერგეტიკული სექტორის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გაუქმება; ირანის მიერ ბირთვული იარაღის არწარმოების ვალდებულების ხელახლა დადასტურება. აშშ-ის ვალდებულება, არ გაზარდოს სამხედრო ყოფნა რეგიონში და არ დააწესოს ახალი სანქციები, საბოლოო მოლაპარაკებები არ დაიწყება იქამდე, ვიდრე ირანის გაყინული აქტივების ნაწილი არ გათავისუფლდება; ირანის ნავთობის სანქციების დროებითი შეჩერება; საზღვაო ბლოკადის გაუქმება, როგორც წინაპირობა მოლაპარაკებებისთვის.
გარდა ამისა, სააგენტოს ცნობით, საბოლოო შეთანხმება უნდა დამტკიცდეს გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციით.
