დაახლოებით 20%-ით გაიზარდა თბილისის მოსახლეობის რიცხოვნობა და მილიონ სამას ოცდათერთმეტი ათასს გადააჭარბა. 54%-ით გაიზარდა ქალაქ ბათუმის მოსახლეობა, – განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა.
მან მოსახლეობის აღწერაზე ისაუბრა, რომელიც 2024 წელს ჩატარდა.
„წინა [2014 წლის] აღწერასთან შედარებით, ურბანიზაციის მაღალი მაჩვენებელი გამოვლინდა. 5%-ით გაიზარდა საქალაქო დასახლებაში მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობა და 63%-ს შეადგენს. ადრე 57 % იყო. დაახლოებით 20%-ით გაიზარდა თბილისის მოსახლეობის რიცხოვნობა და მილიონ სამას ოცდათერთმეტი ათასს გადააჭარბა. 54%-ით გაიზარდა ქალაქ ბათუმის მოსახლეობა. 153 ათასიდან 236 ათას კაცამდე. თბილისის გარდა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ქვემო ქართლის მოსახლეობის რიცხოვნობაა გაზრდილი. დანარჩენ რეგიონებში კლების ტენდენცია შეინიშნება“, – აღნიშნა თოდრაძემ.
საქართველოს 2024 წლის მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერა ჩატარდა 2024 წლის 14 ნოემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში. აღწერამ მოიცვა ქვეყნის მთელი ტერიტორია ოკუპირებული ტერიტორიების გარდა.
