ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელმა მალტე კაუფმანმა განმარტა, რატომ არ დაუჭირა მხარი საქართველოს შესახებ მიღებულ რეზოლუციას. მან დოკუმენტს დაუბალანსებელი უწოდა.
„ეს იყო დაუბალანსებელი რეზოლუცია. ის სავსე იყო კრიტიკით, მაგრამ ჩემი აზრით, როდესაც ასეთ რეზოლუციებს ვიღებთ, უნდა მივიღოთ ისიც, რაც ქართველმა ხალხმა აირჩია. საქართველოში ხელისუფლების ცვლილება მოხდა. ახლა ხელისუფლებაში „ქართული ოცნებაა“. ჩვენ არ უნდა ჩავერიოთ ქვეყნების შიდა საქმეებში. ასევე ბევრი საუბარი იყო იმ საკითხებზე, რაც საქართველოში გაკეთდა, მაგალითად არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით. ეს ქვეყნების სუვერენული უფლებაა – თავად მიიღონ ასეთი გადაწყვეტილებები. ეს არის ერთ-ერთ მიზეზი, რის გამოც რეზოლუციის წინააღმდეგ მივეცი ხმა“, – განაცხადა კაუფმანმა.
„დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირება საქართველოში“ – ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოსთან დაკავშირებით მორიგი რეზოლუცია მიიღო.
