უკრაინამ გვიან ღამით დრონებით რუსეთის ტულის ოლქში მდებარე ქიმიური ქარხანა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები დაბომბა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ადგილობრივების თქმით, ტულის ოლქის ქალაქ ნოვომოსკოვსკში მდებარე აზოტის ქარხანაში რამდენიმე აფეთქების ხმა გაისმა, ხოლო მოგვიანებით ჰაერში სპეციფიკური სუნი დადგა.
ტულის ოლქის გუბერნატორმა დიმიტრი მილიაევმა დაადასტურა, რომ უკრაინულმა დრონებმა ნოვომოსკოვსკში „ინდუსტრიული ობიექტი“ დაბომბეს.
ტულის ოლქის გუბერნატორის განცხადებით, უკრაინული შეტევის შედეგად ოლქში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზებიც დაზიანდა.
კომენტარები
