სამხრეთ კორეის ყოფილი პრეზიდენტის, იუნ სუკ-იოლის მეუღლეს, კიმ კეონ-ჰის კორუფციისთვის, მათ შორის, ქრთამის აღებისთვის შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
სეულის ცენტრალური რაიონული სასამართლოს ინფორმაციით, კიმ კეონ-ჰისმა არაერთხელ მიიღო სამკაული და ძვირადღირებული საჩუქარი.
ბრალდების მხარემ დაადგინა, რომ ყოფილი პრეზიდენტის მეუღლემ დაახლოებით 300 მილიონი ვონის (195 ათასი აშშ დოლარის) ღირებულების ძვირფასი ნივთები მიიღო სხვადასხვა თხოვნის შესრულების სანაცვლოდ.
მათივე ცნობით, ყოფილი პირველი ლედი საკუთარ სტატუსს იყენებდა პოლიტიკოსებზე გავლენის მოსახდენად.
ცნობისთვის, იუნ სუკ-იოლი სამხრეთ კორეის მე-13 პრეზიდენტის თანამდებობას 2022-დან 2025 წლამდე იკავებდა.
კომენტარები
