დევნილების საცხოვრებლით უზრუნველყოფა, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება. 2025 წელს მთლიანობაში უზრუნველყოფილი იქნა 4 636 ოჯახი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
როგროც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გრძელდება სამშენებლო სამუშაოები თბილისში, 7 კორპუსი შენდება, ასევე რუსთავსა და ბორჯომში.
„მთლიანობაში 2 500 ოჯახი იქნება უზრუნველყოფილი ამ სამუშაოების დასრულების შედეგად. ზუგდიდში 1 700-ზე მეტ დევნილ ოჯახს გადაეცემა ბინა მას შემდეგ, რაც დასრულდება შესაბამისი კორპუსების მშენებლობა. აქ აქტიურად წარიმართება შესაბამისი პროცესი.
ასევე ეკომიგრანტთა განსახლება არის ერთ-ერთი პრიორიტეტი. 2025 წელს უზრუნველყოფილი იქნა 783, ხოლო წელს 451 ეკომიგრანტი ოჯახი.
ასევე უსახლკარო, მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი მრავალშვილიანი ოჯახების განსახლების პროექტი ხორციელდება. გადაწყვეტილება მიღებულია 1 200-ზე მეტ ოჯახთან დაკავშირებით, სახლი უკვე შესყიდულია 511 ოჯახისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
