აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) დაადასტურა, რომ ირანის მიერ კომერციულ გემზე განხორციელებული თავდასხმის საპასუხოდ, აშშ-ის საჰაერო ძალებმა ირანის სამხედრო ობიექტების მიმართულებით ოპერაცია ჩაატარეს.
25 ივნისს ირანულმა მხარემ სინგაპურის დროშის ქვეშ მცურავ სატვირთო გემს, M/V Ever Lovely-ს, დრონით შეუტია. გემი ჰორმუზის სრუტიდან ომანის სანაპიროს გასწვრივ გადიოდა, როდესაც მასზე თავდასხმა განხორციელდა.
საპასუხო ოპერაციის ფარგლებში, აშშ-ის ავიაციამ გაანადგურა ირანული რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების შესანახი ბაზები, ასევე სანაპირო რადარის სისტემები.
აშშ-ის ცენტრალური სარდლობა მომხდარს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევად აფასებს. მათი განცხადებით, კომერციული გადაზიდვების წინააღმდეგ ირანის ძალების მიერ განხორციელებული ეს დაუსაბუთებელი აგრესია ცალსახად წარმოადგენს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევას.
CENTCOM-ი ასევე ხაზს უსვამს, რომ ირანის მსგავსი ქმედებები საფრთხეს უქმნის ნაოსნობის თავისუფლებას იმ სასიცოცხლო მნიშვნელობის საერთაშორისო სავაჭრო დერეფანში, რომლის გავლითაც გლობალური ვაჭრობის უდიდესი ნაწილი ხორციელდება.
