აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა ირანი ურთიერთგაგების მემორანდუმის პირობების დარღვევაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ, თუ ისლამურ რესპუბლიკას დოკუმენტთან რაიმე უთანხმოება აქვს, ამის მოგვარება ტელეფონის საშუალებით არის შესაძლებელი.
„ირანმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ხელი მოაწერა. ჩვენ მას ვასრულებთ. თუ მათ მემორანდუმის შესრულებასთან დაკავშირებით რაიმე უთანხმოება აქვთ, შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ. მაგრამ ძალადობას ძალითვე ვუპასუხებთ“, – დაწერა ვენსმა სოციალურ ქსელ X-ში.
ცნობისთვის, აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) გვიან ღამით განაცხადა, რომ ირანის მიერ კომერციულ გემზე განხორციელებული თავდასხმის საპასუხოდ, ამერიკის საჰაერო ძალებმა ირანის სამხედრო ობიექტების მიმართულებით ოპერაცია ჩაატარეს.
კომენტარები
